სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობელი, შვილის სწავლის პროცესში უნდა მონაწილეობდეს“- ანაიდა ნახაპეტიანი​, სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი
08-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის დირექტორი, ანაიდა ნახაპეტიანი etaloni.ge-სთან საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- ვფიქრობ, როგორც შრომატევადი სასწავლო წელი გველის. განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ბევრი შრომაა აუცილებელი. 

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოება მოსწონია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სკოლას ინტერნეტი მუდამ გამართულად მიეწოდებოდეს, რათა რაიმე სახის დაბრკოლება არ წარმოიშვას.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- აცრილია სკოლის მხოლოდ ერთი თანამშრომელი, დანარჩენი სკოლის პედაგოგები კი ვფიქრობთ, რომ არჩევანის თავისუფლება  უნდა იყოს.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- პირველკლასელების ოჯახებს ვურჩევდი, შვილები პირველ რიგში ტექნიკითა და ინტერნეტი უზრუნველყონ და მასწავლებლებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ. მშობელი, შვილის სწავლის პროცესში უნდა მონაწილეობდეს, ითვალისწინებდეს მასწავლებლის რეკომენდაციებს. 

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებლები გავიდნენ კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე, რის შედეგადაც მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. უფროსი მასწავლებლები კი დარეგისტრირებულები არიან შესაბამის ტრენინგებზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება