სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი ვაქცინირებულია“- მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
07-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლების სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს 2021-2022 სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ხვედელიძე etaloni.ge-სთან საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 სასწავლო წელს სკოლა ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლებით ხვდება . მასწავლებლები მოწოდებულნი არიან, რომ სკოლაში ყველა ის სიახლე განხორციელდეს, რაც განათლების სამინისტროს მიერ დაინერგება.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგი 2020-2021 სასწავლო წელს უკვე ახორციელებდა ელექტრონული ჟურნალის წარმოებას და არაა სიახლე; რაც შეეხება მასწავლებლების მზაობას სრული 100% არის მზად ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე. ელექტრონული ჟურნალის წარმოებით ყველა მშობელი იქნება ინფორმირებული მისი შვილის პროგრესით, თუ რეგრესით. განსაკუთრებით ის მშობლები, რომლებიც სკოლაში წლის განმავლობაში ამა თუ იმ მიზეზით ვერ ცხადდებოდნენ.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი  ვაქცინირებულია. ვთვლი, რომ ვაქცინაცია უნდა გაიკეთოს ყველა მასწავლებელმა, რათა თავიდან აიცილონ ჩვენი მომავალი თაობის დაინფიცირება. უნდა აიცრან იმისათვის, რომ მოსწავლეს მივცეთ შესაბამისი აუცილებელი ცოდნა სკოლაში, საკლასო ოთახებში და არა დისტანციურად, ზერელედ. მოვალეობის მოხდის მიზნით.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- მოსწავლეებს და განსაკუთრებით მათ მშობლებს ვურჩევდი აქტიურად  დაგეგმონ  საინფორმაციო შეხვედრები იმ სკოლებთან, რომელ სკოლაშიაც მათი შვილები ირიცხებიან. ეს მიმართული იქნება მათი შვილების  ჰარმონიული განვითარებისაკენ.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელმა დაადასტურა თავისი პროფესიონალიზმი. სკოლას ჰყავს 11 მასწავლებელი აქედან 5 წამყვანი და 6 უფროსი სტატუსის მქონე; რაც შეეხება ტრენინგებს, ვფიქრობ, ყოველწლიურად უნდა ტარდებოდეს, რათა მასწავლებელი ეუფლებოდეს ყველა სიახლეს და იმ გამოწვევებს, რაც მიმდინარეობს განათლების სისტემაში. მუდამ ინვითარებდეს თავის პროფესიულ  ცოდნას, იყოს სიახლეების მაძიებელი და განმახორციელებელი სასწავლო პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება