სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, რომ იქნებით ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები“- ბოლნისის N1 სკოლიდან ეროვნულ გამოცდებზე გასული 36-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
06-09-2021
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულ გამოცდებში სკოლის 36 აბიტურიენტი მონაწილეობდა და ყველა მათგანი სტუდენტი გახდა, 11-მა მედალოსანმა მოსწავლემ კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლა კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.

„გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ

2020-2021 სასწავლო წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 36 აბიტურიენტი და მათგან ყველა სტუდენტია!!!

შეგახსენებთ, რომ გვყავდა 11 მედალოსანი მოსწავლე და ყველა სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა:

1. თემურ თუთარაშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიური ფაკულტეტი, 70 % გრანტი;

2. ლუკა გელიაშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართალი, 70 % გრანტი;

3. ლიზა ისიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, 70 % გრანტი;

4. ელენე მეტრეველი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, 70 % გრანტი;

5. მარიამ აროიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინიტრირება, 70 % გრანტი;

6. ლიზა ახვლედიანი - კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესი და ადმინისტრირება, 50% გრანტი;

7. მარიამ დემურაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;

8. ნინო კაპანაძე- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;

9. მარიამ ფუტკარაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, 50% გრანტი;

10. ელენე ხარშილაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმი, 50% გრანტი;

11. სვეტლანა კაცაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სამართალი, 50% გრანტი!

სკოლა ძალიან ამაყობს თქვენით!!!

გვჯერა, რომ იქნებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და თქვენი საქმიანობით გამოადგებით ჩვენს ქვეყანას და ასახელებთ სკოლას!

მადლობა ყველა პედაგოგსა და კლასის დამრიგებლებს - ნესტან ბუცხრიკიძესა და ნათია თაყნიაშვილს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი წარმატებულია, როდესაც მოსწავლე კლასს ახალი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და სწავლის მოტივაციით ტოვებს“

სკოლები

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის გახსენება
 

კონფერენცია - „Future Ready Schools“ მიეძღვნა მომავლის სკოლის კონცეფციის განვითარებ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება