სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიქთარვის საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა
02-09-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და მშობლიური სკოლის სასახელოდ სტუდენტები გახდნენ.

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ, რაც სკოლისთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო ფაქტია.

„მაშ ასე, წელიწადში ზუსტად ამ დროს პულსი უკონტროლოდ მაღლა ადის. ასიანი მოსწრება გვაქვს, სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა : ანნა კვატაია - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 70%-იანი გრანტით. საბა აბულაძე და ანზორ ისაკაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, უფასო. გაგა აბულაძე - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტი, უფასო. მარიამ ფანჩულიძე და თეკლა მუმლაძე (50%-იანი გრანტით) - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, უფასო. მარიამ პატარიძე - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. როგორი ამაყი ვარ.. ბაჩო ტაბატაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი - უფასო, გიო რობაქიძე - ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტი, 50%-იანი გრანტი და მელორ პატარიძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი, უფასო“, - ასეთი დიდი სიყვარულითა და სიამაყით მიულოცა სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორმა, ია კვატაიამ კურსდამთავრებულებს სტუდენტობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება