სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვულოცავ თითოეულ აბიტურიენტს, სკოლას და საქართველოს ასეთი ახალგაზრდების არსებობას“-პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა კურსდამთავრებულებს
01-09-2021
-
+


გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა და 16 აბიტურიენტიდან აბსოლუტური უმრავლესობა სასურველ უნივერსიტეტებში  ჩაირიცხა.

„გილოცავთ! პატარძეულის საჯარო სკოლის 2020-21 სასწავლო წლის გამოშვებამ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყო.16 აბიტურიენტიდან აბსოლუტური უმრავლესობა სასურველ  უნივერსიტეტებში  ჩაირიცხა. გრანტოსანთა მონაპოვარიც შთამბეჭდავია. 70% და 50%   დაფინანსებასთან  ერთად ჩვენმა ხუთმა აბიტურიენტმა სასურველ ფაკულტეტებზე გადაწყვიტა    უმაღლესი  განათლების  მიღება, ხოლო ყოფილმა  წარმატებულმა  ეტალონელმა, ლუკა  კოტორაშვილმა აქაც მოხსნა რეკორდი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული  დაფინანსებით 100% -ით ჩაირიცხა. უპირველესად  ეს  არის პედაგოგების  თავდაუზოგავი  შრომის  ფასი, რისთვისაც  დიდ  მადლობას  ვუხდი მათ, ხოლო  თავად კი  დაამტკიცეს, რომ „გონიერსა  მწვრთნელი  უყვარს...“ ვულოცავ  თითოეულ    აბიტურიენტს, სკოლას  და  სრულიად  საქართველოს  ასეთი ახალგაზრდების  არსებობას. წარმატებული  მომავალი  მეგობრებო  და  ჩვენი  ტრადიციული    ფრაზა, „აღმართები ერთად აირბინეთ და დაღმართებზე ხელი  შეაშველეთ  ერთმანეთს!“ არ  გქონოდეთ დაღმართები..“ - ასეთი, უსაზღვრო სიყვარულით ულოცავს, პატარძეულის  საჯარო  სკოლის  დირექტორი, ნინო ბურდიაშვილი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება