სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ჯუმბერ ფუტკარაძემ და შოთა ფუტკარაძემ მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2021
-
+


ფრიდონ მახარაძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ჯუმბერ ფუტკარაძემ და შოთა ფუტკარაძემ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

ჯუმბერ ფუტკარაძემ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები პროფესიულ უნარებსა და მათემატიკაში ჩააბარა. შოთა ფუტკარაძემ კი გეოგრაფიაში, მან 10 კრედიტის მოპოვება შეძლო. 

აღსანიშნავია, რომ შოთა ფუტკარაძემ შარშან სამოქალაქო განათლების გამოცდაშიც 10 ქულა მოიპოვა.

სკოლა ულოცავს თავის პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის პედ. კოლექტივი ულოცავს მათემატიკის მასწავლებელს, ბატონ ჯუმბერ ფუტკარაძეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას პროფესიულ უნარებსა და მათემატიკაში. ასევე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს შოთა ფუტკარაძეს, რომელმაც გასულ წელს თავის კომპეტენცია დაადასტურა სამოქალაქო განათლებაში, აიღო 10 კრედიტი და მიენიჭა უფროსის სტატუსი, ეხლა კი მან ასევე 10 კრედიტი მოიპოვა გეოგრაფიაშიც. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება