სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩვენი სკოლის სახე ხართ“- მერჯევის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
30-08-2021
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებაზე გრანტით ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს, მომავალ წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ კიდევ ბვრერ იამაყევენ მათი წინსვლით.

„წელიწადში ზუსტად ამ დროს პულსი უკონტროლოდ მაღლა ადის... ასიანი მოსწრება გვაქვს, სკოლის ყველა კურსდამთავრებული სასურველი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. გვაქვს გრანტების ცვენა: მარიამ ვაჭრიძე 100%, თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტი -საერთაშორისო ურთიერთობები; ირაკლი ენუქიძე - 50%, თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტი - მედიცინა (ინგლისურენოვანი);  ირაკლი ქემერტელიძე - 50%, კავკასიის უნივერსიტეტი - სამართალი; ნინო კაპანაძე - თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტი -ისტორია (უფასო);  გუგა ენუქიძე - თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტი -ბიზნესის ადმინისტრირება;  ჯემალ ქემერტელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი -  სასურსათო ტექნოლოგიები(უფასო);  ნინი ბერიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკა; გუჯა კაპანაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მშენებლობა (უფასო).
გილოცავთ და სულით და გულით გლოცავთ შვილებო, თქვენ ჩვენი სკოლის სახე ხართ, ვიცით და გვჯერა, არაერთხელ გვასახელებთ, ჩვენ კიდევ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება