სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო მარიამობას - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს
28-08-2021
-
+


ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. 

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ხდება ღვთისმშობელთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან. 

ქრისტიანული წყაროების მიხედვით, ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და უფალს ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა - მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო.

ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. იგი მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელი იყო. ხალხი იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ ყოველი მხრიდან მოდიოდა. ღვთისმშობელი კი მათ აიმედებდა, რომ არ მიატოვებდა.

სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში - იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის ისურვა, სადაც მისი მართალი მშობლები განისვენებდნენ. ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი - დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო და ანგელოსთა გალობა გაისმა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ცათა სასუფეველში ავიდა.

საეკლესიო განმარტებით, ღვთისმშობლის მიძინება უფლის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც წმინდა მარიამი მიძინებამდე ცხოვრობდა. მოციქულებმა მხოლოდ საღამოს შეძლეს მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს გეთსიმანიაში მივიდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ღვთისმშობლის წმინდა გვამი ეხილა.

ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. ღვთისმშობლის პატიოსანი გვამი აღარსად იყო. ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე, როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისთვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 28 აგვისტოა დადგენილი. ის 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმაზე შეღავათი არ ექნება, ვისაც 2 და მეტი მოსწავლე ჰყავს

დაკავებულები, შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

ყოველთვიურად სკოლები 1,470 ლარიდან 1,838 ლარამდე გაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიულ სასწავლებლებიც გადაიხდიან 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება