სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის შეძლებენ მასწავლებლები გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჩივრებას?
27-08-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდის შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს.

უკვე ცნობილია ქულები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. ასევე ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII),  ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და  ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში. 

მასწავლებლები საკუთარი ნაშრომების შეფასებით უკმაყოფილებას გამოხატავენ და გასაჩივრებას გეგმავენ. გამოცდაზე გასულები ერთმანეთში აზრებს ცვლიან და ამბობენ, რომ დავალებები, სადაც პედაგოგთა მსჯელობა ჩანდა ან ღია კითხვაზე პასუხს მოითხოვდა, ნაკლებად აქვთ შეფასებული, ვიდრე იმსახურებდნენ.

ბევრი პედაგოგი აღნიშნავს, რომ მათ 1,2 ან 3 ქულა დააკლდათ, რაც შესაძლოა, გამსწორებლის სუბიექტური შეფასების მიზეზი იყოს, ამიტომ ისინი აპელაციას გეგმავენ.

მასწავლებლები გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჩივრებას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ყველა საგნის შემდეგ უფროსი სპეციალური მასწავლებლების შედეგებიც გახდება ცნობილი.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები კი იგვიანებს. აღნიშნული გამოცდა წელს პირველად ჩატარდა და მასზე 2774 აპლიკანტი დარეგისტრირდა. 

ტესტები და შეფასების სქემები 

იხილეთ ასევე:

მასწავლებლების გამოცდების შედეგები და შეფასების სქემები გამოქვეყნდა - ყველა დეტალი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება