| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მრავალი წელია ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“.
მიმდინარე წელს წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული კომპიუტერები ამ დრომდე არ მიუღიათ. როდის გადაეცემათ კუთვნილი ჯილდო წარჩინებულ მოსწავლეებს? - ამ კითხვით etaloni.ge-ს ხშირად არაერთხელ მიმართეს. საკითხის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პირდაპირ ადრესატთან - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაგვემოწმებინა, იგეგმება თუ არა სექტემბერში საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ტექნიკის გადაცემა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ პირველკლასელებისთვის შეიძენენ ბუკებს შეძენა; ხოლო მეორე ეტაპად იგეგმება წარჩინებული მოსწავლეებისთვის კუთვნილი კომპიუტერების შესყიდვა, თუმცა ზუსტი დრო, ჯერჯერობით უცნობია.
„ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ ჯერ პირველკლასელთათვის მოხდა ბუკების შეძენა და ათოსნებისთვის მეორე ეტაპად იგეგმება კომპიუტერების შეძენა. უნდა გამოცხადდეს შესყიდვები, შემდგომ მოხდება შეძენა და გადაცემა. სავარაუდოდ, მეორე ეტაპი სექტემბრამდე ვერ განხორციელდება; წინასწარ ცნობილი თარიღი არ ვიცით“, - გვითხრეს სამინისტროში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად