სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აცრილი პედაგოგები კოვიდბარათებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში უფასოდ მიიღებენ
29-08-2021
-
+


აცრილ პირებზე კოვიდბარათების გაცემა დაიწყო. დოკუმენტის მიღება იუსტიციის სამინისტროს ყველა ფილიალშია შესაძლებელი.

კოვიდბარათზე იქნება ინფორმაცია პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ, ასევე, ბარათზე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. აქამდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა.

როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ყველა აცრილი პირისთვის, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.

აქვე, შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვინც აქამდე კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ტესტს სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ იტარებდა, 15 სექტემბრიდან ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებს, მათ შორის ვერც მასწავლებლები.

ტესტი უფასოდ მხოლოდ აცრილი პედაგოგებისთვის იქნება. მასწავლებელს, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით მოუწევს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება