სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელი შეუწყვეთ საკლასო ოთახებში სასწავლო წლის დაწყებას“ - ეკატერინე დგებუაძე მასწავლებლების ვაქცინაციაზე
17-08-2021
-
+


საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის განთავსებულ ამცრელ კაბინეტში პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო.

მინისტრის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოუწოდებს მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და ყველა საჭირო რეგულაციის დაცვით, ხელი „შეუწყონ ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებას“.

ეკატერინე დგებუაძე ასევე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვაქცინირებულ პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა მზარდია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება