სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლა მაძიებლებს ვერ გაათავისუფლებს თუ გამოცდის შედეგები დაგვიანდება
17-08-2021
-
+


პრაქტიკოს პედაგოგებთან ერთად გამოცდების შედეგებს მასწავლებლობის მსურველები და მაძიებელი პედაგოგები ელოდებიან. მაძიებელი მასწავლებელი სკოლაში დასაქმებული პირია, რომელსაც საგნის კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული, თუმცა მასწავლებლის სახლის მიერ პროგრამაშია ჩართული.

პროგრამის ფარგლებში მაძიებლები მასწავლებლის პროფესიულ უნარ-ჩვევებს სწავლობენ, თავად პროგრამის ხანგრძლივობა ორწლიანია, ამ ვადაში მაძიებელმა საგნის კომპეტენცია უნდა დაადასტუროს, ასევე წარმატებით უნდა გაიაროს აღნიშნული კურსი, რის შედეგადაც უფროსის სტატუსს მოიპოვებს.

კანონის მიხედვით, მაძიებელი მასწავლებელი, რომელიც ორწლიან კურსს გაივლის, მაგრამ საგნის გამოცდას ვერ ჩააბარებს, იმ სკოლიდან უნდა გათავისუფლდეს, სადაც მუშაობს. მას უფლება აქვს, სხვა სკოლაში დასაქმდეს და კვლავ ჩაერთოს მაძიებლის პროგრამაში, ამ შემთხვევაში, გამოცდის ჩასაბარებლად ორწლიანი ვადის ათვლა ხელახლა დაიწყება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ აღნიშნა, პედაგოგების შედეგების გამოცხადება კორონავირუსის გავრცელების გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე  გვიანდება. მისი განმარტებით, გამოცდაზე გასულ პედაგოგებს შედეგები დაახლოებით 20 სექტემბრისთვის ეცოდინებათ.

თუ ქულების გამოქვეყნებისას სასწავლო წელი უკვე დაწყებული იქნება, გამოდის, რომ როგორც პრაქტიკოსი, ასევე მაძიებელი მასწავლებლები შეუფერხებლად განაგრძობენ სკოლაში მუშაობას, მათ შორის ისინიც, რომლებიც საგამოცდო ბარიერს ვერ გადალახავენ.

ხოლო მაძიებელი მასწავლებლებს, რომლებმაც პროგრამა წარმატებით დაძლიეს და საგამოცდო ბარიერსაც გადალახავენ, უფროსის სტატუსი მიენიჭებათ. ელექტრონულ ბაზაში სტატუსის შეცვლისთანავე კი მათ ხელფასი უფროსი პედაგოგის ანაზღაურების შესაბამისად დაუანგარიშდებათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაძიებელმა მასწავლებლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს თხოვნით მიმართეს, რომ საგამოცდო დრო, რომელიც წელს ერთი საათით შემცირდა, კვლავ გაიზარდოს და პედაგოგებს შემოდგომაზე გამოცდაზე გასვლის შანსი კვლავ მიეცეთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება