სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდებს განათლების მინისტრი აფასებს
14-08-2021
-
+


ეროვნული გამოცდები დასრულდა და მიმდინარეობას საქართველოს განათლების მინისტრი აფასებს, რომელმაც განაცხადა, რომ კოვიდის გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დაჩენილა:

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელი გამოცდები, გასული წლის მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ჩატარდა. ჩვენი გუნდი მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რათა საგამოცდო პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და თითოეული აპლიკანტის ინტერესებზე მორგებული.

მიუხედავად პანდემიისა, ყველა აპლიკანტს მივეცით შესაძლებლობა, გამოცდებზე საკუთარი ცოდნა გამოევლინა. როგორც მოგეხსენებათ, კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო არც ერთი აპლიკანტი საგამოცდო პროცესის მიღმა არ დარჩენილა. საგანგებოდ მათთვის, ვისაც გამოცდაზე შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩავატარეთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხო ვითარებაში წარიმართა.

მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ხოლო აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის მაძიებლებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებაში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება