სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგებთან ერთად მშობლებიც უნდა აიცრან“ - სკოლის დირექტორები ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით
11-08-2021
-
+


ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ხშირად ისმის კითხვა - თუ სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში განახლდა, უნდა იყოს თუ არა ვაქცინირებული ყველა პედაგოგი. Etaloni.ge დაუკავშირდა საჯარო სკოლების დირექტორებს და მათგან მოვისმინეთ, თუ რომელი ფორმატით ურჩევნიათ ახალი სასწავლო წლის დაწყება და რას ფიქრობენ ვაქცინაციის პროცესზე. 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი:

„სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახებში გვირჩევნია. მესმის ეპიდვითარება, მაგრამ სკოლისთვის, ბავშვებისთვის ჯობია, რომ აუდიტორიებში დავბრუნდეთ. ჩვენთან მასწავლებელების უმრავლესობა უკვე ვაქცინირებულია, შიდა წესებს დავიცავთ და მინდა, რომ სწავლა სკოლაში დავიწყოთ. დისტანციიური სწავლების გამოცდილება გვაქვს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ სად პირდაპირ სწავლება და სად დისტანციური. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი ვაქცინირებული უნდა იყოს. ამას პედაგოგები თვითონ უნდა მიხვდნენ და სხვანაირად არც უნდა ფიქრობდნენ. მათ ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მასწავლებლებს  მომავალ თაობასთან, ბავშვებთან აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა და ამიტომაც, პირველ რიგში ისინი უნდა მიდიოდნენ აცრაზე“.

მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის  N6 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა კუბლაშვილი:

„გვიჩევნია, რომ საკლასო ოთახებს დავუბრუნდეთ. დისტანციურთან შედარებით, საკლასო ოთახი ნამდვილად კარგია და ბავშვებისთვისაც ასე მირჩევნია.  მაგრამ ეპიდვითარებაზე ვართ დამოკიდებული. გვქონდა შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებს კოვიდი დაუფიქსირდათ და მშობლებმა ბავშვები სკოლაში აღარ გამოუშვეს. რომ დავიწყებთ, ვნახავთ და როგორი სიტუაციაც იქნება, იმის მიხედვით გადავწყვეტთ. მე და სკოლის რამდენიმე პედაგოგი ვაქცინირებული ვართ. მასწავლებლებს ახლაც ვუწევ პირად რეკომენდაციასაც რომ აიცრან, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებენ. ამბობენ ცოტა მოგვიანებით ავიცრებითო. პედაგოგებთან ერთად, აცრილები ის მშობლებიც უნდა იყვნენ, ვისი შვილებიც სკოლაში დადიან. თუ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით აცრილი, მაშინ ბავშვების დაცვა მაინც ცალმხრივი იქნება“.

ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე:

„არჩევანის საშუალება თუ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი, დასწრებითი სასწავლო პროცესი გვირჩევნია. თუმცა რამდენად მოგვცემს არსებული სიტუაცია ამის საშუალებას, ეს სხვა საკითხია. ამ ვითარებაში ალბათ ისევ დისტანციურად მოგვიწევს იმიტომ, რომ უშუალოდ ჩვენთან რისკები საკმაოდ მაღალია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩემი პედაგოგების დაახლოებით 70% უკვე ვაქცინიერებულია და სასწავლო წლის დასაწყისისათვის ალბათ ყველანი აცრილი ვიქნებით.“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ქამადაძე:

„სასწავლო პროცესის განახლება საკლასო ოთახებში გვირჩევნია, მაგრამ ეპიდვითარებაზე ვართ დამოკიდებული. თუ დისტანციურად მოგვიწევს, ამისთვისაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი სკოლის პედაგოგების 80% უკვე აცრილია“.

ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ კობახიძე:

„ყოველთვის საკლასო ოთახებში ჯობს სწავლის დაწყება და გაგრძელება, მაგრამ ვნახოთ, როგორი იქნება მდგომარეობა. ჩვენ დისტანციურისთვისაც მზად ვართ. მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც, ჩემი 23 პედაგოგიდან 8 აცრილია. დღეს მეც მეორე დოზას ვიკეთებ. რადგან ვაქცინა გვიცავს, უნდა ავიცრათ. ადრე ვირუსი უფრო ასაკოვნებზე ვრცელდებოდა, ახლა კი ძალიან ხშირია ბავშვების ინფიცირების შემთხვევებიც. ასეთ ვითარებაში იძულებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი თავიც და ბავშვებიც, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აბესაძე:

„მგონი ყველა სკოლას საკლასო ოთახში ურჩევნია სწავლის განახლება. ამ ბოლო 2-მა წელმა და განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ცუდად იმოქმედა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლა უბავშვოდ არაფერია. ჯერ ჩემი არც ერთი პედაგოგი არაა აცრილი, თუმცა აპირებენ“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ მასხარაშვილი:

„გვირჩევნია სწავლა საკლასო ოთახებში დავიწყოთ, მაგრამ როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში იმაზე ვართ დამოკიდბული. თუ ძალიან ბევრი ინფიცირებული იქნება, მაშინ რა თქმა უნდა, ონლაინ ჯობია. ბავშვების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. სკოლაში რაამდენიმე პედაგოგია ვაქცინირებული, დანარჩენებიც სექტემბრისთვის აპირებენ. თუ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, აუცილებელია პედაგოგები ვაქცინირებული იყვნენ.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს პირს, რომ ასოცირებული პროფესორი გახდეს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება