| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
მე-11 კლასის მოსწავლე ნინო ფანცხავა ორიგინალურ კონიქსებსა და პოსტერებს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ნინო აქტიური მოსწავლეა, იგი სკოლის სამოქალაქო კლუბის საინფორმაციო მენეჯერია. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბისთვის ლოგო სწორედ ნინო ფანცხავას შექმნილია.
ნინო ფანცხავას წარმატებას სკოლა ეხმიანება:
„სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა თავისი მოსწავლეებით ყოველთვის მზად არის გამოეხმაუროს და უპასუხოს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და წარმატებებს აღწევენ საგაკვეთილო პროცესებში, საკლუბო მუშაობაში, სხვადასხვა ტურებში, საგანმანათლებლო თუ საგრანტო პროექტებში და ა.შ. ორიგინალურია მე-11 კლასის მოსწავლის ნინო ფანცხავას შექმნილი პოსტერები და კომიქსები. ნინო სკოლის სამოქალაქო კლუბის საინფორმაციო მენეჯერია, რომელმაც კლუბისთვის შექმნა ლოგო. მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა ყურადღების მიღმა არ რჩება სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო წილოსანს და მოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად აჯილდოებთ მათ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვამაყობთ თითოეული თქვენი წარმატებით“
დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა