სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ნინო ჩოგოვაძე -უნიჭიერესი მოსწავლე ბანოჯის საჯარო სკოლიდან
09-08-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში უამრავი წარმატებული ნიჭიერი მოსწავლეა, რომელთა ყოველ მიღწევას სკოლა სიამაყით გვიზიარებს. სკოლის ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული მე-10 კლასის სსსმ მოსწავლე, ნინო ჩოგოვაძე სასკოლო საზოგადოებას საკუთარი ლექსებით ხშირად ანებივრებს.

„ოი სამშობლოვ ჩემო ძვირფასო,
მრავალი ლხინის და ჭირის მნახველო,
შენ გაიხარე ქართულ მიწაზე,
ჩემო ძმანო და დანო ქართველნო.
აი ეს არის სენი სიცოცხლე,
რომ ჩვენ ბუნების გაგვიღე კარი,
სწორედ ამიტომ ხარ საოცნებო,
ერთადერთი და საფიცარი“.

„ …
შენ გენაცვალე მამულო,
ჩემო ლამაზო მხარეო,
იდღეგრძელე და იდიდე
და ყველა გაგვახარეო.
მტერს მუდამ მედგრად ხვდებოდნენ,
ჩვენი წინაპრის გულები
და ალესილი ხმლებითა
ებრძოდნენ დაზაფრულები.
არ შევირცხვინოთ ნამუსი,
დავიცვათ ქვეყნის სიწმინდე,
შენ გენაცვალე მამულო,
იდღეგრძელე და იდიდე“.

„ …
დავბადებულვარ საქართველოში,
უფლის ნებით და უფლის წყალობით,
მთელი ცხოვრება რომ მესულდგმულა,
ლექსის ენით და ლექსის გალობით.
კმაყოფილი ვარ განვლილი წლებით,
სილამაზით და სიმშვენიერით,
ბავშვურ ოცნებით და ჟრიამულით,
უსასრულოდ ვარ მე ბედნიერი“.


„ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომრებს

აგვისტოს დილა გათენდა,
ცხელი და მწველი რვიანი,
უფალს შევწიროთ მადლობა,
არასდროს არის გვიანი.
რამდენი კარგი ვაჟკაცის,
სისხლი იგემა მიწამა,
მოურჩენელი ტკივილით,
ხალხმა მშვიდობა იწამა.
ღმერთო ამას გთხოვთ მორჩილად,
ადიდე მათი სულები,
საქართველოსთვის უშიშრად,
ბრძოლაში დაღუპულები“. 

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას“ - გრიგოლ ორბელიანის ამ გამოძახილს კვალდაკვალ მისდევს ჩვენი მოსწავლეების თავისუფალი განვითარება მათი შესაძლებლობების მიხედვით. ბანოჯის  საჯარო სკოლა, მოსწავლეებთან ერთად, ყოველთვის მზად არის, გამოეხმაუროს და უპასუხოს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში და წარმატებებს აღწევენ საგაკვეთილო  პროცესებში, საკლუბო მუშაობაში, სხვადასხვა ტურში, საგანმანათლებლო თუ საგრანტო პროექტებში და ა.შ.“ - ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება