| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყოველდღიურად საქართველოში კორონავირუსის დაახლოებით 4 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება და როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ქვეყანა ეპიდემიის მეოთხე ტალღას გადის. ამასობაში კი სასწავლო წლის დასაწყისი ახლოვდება და სულ უფრო ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგები იყვნენ აცრილები, რათა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს და არა დისტანციურად.
სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ და აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ პედაგოგები:
„ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია - ყველას უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი გამომუშავებული, ამიტომაც UNICEF რამდენიმე თვეა აწყობს შეხვედრებს მასწავლებელთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან... მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დარწმუნება, რათა მათ შემდგომ დაარწმუნონ სხვები.
მასწავლებლები წინა ხაზზე მომუშავე პერსონალია და ამიტომაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მასწავლებლების ვაქცინაცია, იმიტომ, რომ ბავშვებმა სწავლა განაგრძონ საკლასო ოთახებში. უპირველესია მასწავლებლების დაცულობა - სკოლაში უსაფრთხო გარემოსთვის, აუცილებელია მასწავლებლების ვაქცინაცია. მასწავლებლებს სჭირდებათ პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და ამიტომ საჭიროა შეხვედრები - როდესაც ადამიანები იღებენ პასუხებს, მათ უქრებათ შიშები, რაც ჰქონდათ აცრასთან დაკავშირებით“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად