სიახლეები
სკოლები

მუხრანის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „სოციალური მედია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები“ განხორციელდა
28-07-2021
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში პროექტი -  „სოციალური მედია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები“ ჩატარდა.

აღნიშნული პროექტის ავტორები არიან: ნინო გერაძე, ნინო ფარტენაძე და ლელა პაპაშვილი.

პროექტის ფარგლებში შემდეგი თემები მომზადდა:
                                                                                  
 სოციალური მედია

სოციალური მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობის და ლოიალურობის გასაზრდელად საუკეთესო, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა.  მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება მისი გავლენა საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. საინფორმაციო დანიშნულების გარდა იგი კონკრეტული მოვლენების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დამოკიდებულების დადგენის საშუალებაცაა. საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნის გამო სოციალური მედიის მენეჯმენტი არც თუ ისე იოლი საქმეა.
სოციალური მედია მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიგოს უფრო მეტი ვიდრე იცის, გაერთოს და თავისუფალი დრო კარგად/სახალისოდ გაატაროს.მაგრამ, სოციალური მედია როდისაა უსაფრთხო ყველასათვის?! ხშირად ხდება ადამიანებზე კიბერ ბულინგი ან თუნდაც კიბერთავდასხმა.
არსებობს ძალიან ბევრი/ცნობილი სოციალური მედიის აპი, ყველაზე გავრცელებულებია:Facebook, Meseenger, TikTok, Instagram,Tweeter. ამ აპლიკაციებს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. თითოეულ მათგანს კი სჭირდება ჩვენთვის ნაცნობი პროცესი: რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლა. ასევე, თითოეულ მათგანში რეგისტრაციის დროს პირმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ასაკი, რადგან ზოგიერთ პლატფომაზე ინტენსიურად ხორციელდება ადამიანებზე ძალადობა.


კიბერ-ბულინგი

კიბერ-ბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა."კიბერბულინგში" მოიაზრება:
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.
  კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო პოპულარული ხდება.„კიბერ–ბულინგი“. კიბერ-ბულინგი - პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით  შანტაჟი, ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ასეთი ტიპის ჩაგვრა გულისხმობს თანატოლის არასასურველი ფოტოების გამოქვეყნებას, დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას. მისი განვითარება სოციალური ქსელების/ინტერნეტსივრცის აქტიურ გამოყენებას მოჰყვა შედეგად. ასევე დღითიდღე უფრო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში სპეციალური გვერდების შექმნის პრაქტიკა, სადაც გამიზნულად აბუჩად იგდებენ ადამიანებს მათი გარეგნობის, შემოქმედების, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის გამო. ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება. კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს, შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაში, ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი, სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.

კიბერ-შეტევა

კიბერ-შეტევა ანუ კიბერ-თავდასხმა არის ადამიანის მოწყობილობაში უნებართვოთ ან არაკანონიერად შეჭრა. კიბერ-თავდასხმას ძირითადად ანხორციელებენ ე.წ ჰაკერები, რის შედეგადაც ხდება ადამიანზე ბულინგი/მუქარა/შანტაჟი. კიბერ-თავდასხმისგან თავის დაცვა ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება. არსებობს რამოდენიმე წაუშლელი კანონი ვირტუალურ სივრცეში რომელთა დახმარებითაც ჩვენ თავს დავიზღვევთ კიბერ-შეტევებიგან:
1.    დავრწმუნდეთ საიტის/პლატფორმის ავთენტურობაში
2.    არ გავიაროთ რეგისტაცია ყოველთვის ერთი ი-მეილით ან პაროლით
3.    მივაქციოთ ყურადღება საიტის ყველა დეტალს (სათაურს; თემას,...)
4.    არასდროს არ დავტოვოთ ჩვენი ელ.მოწყობილობა უცხო პირთან, რადგან არავინაა სანდო
5.    თუ, არაა საჭირო რომელიმე საიტის გამოყენება (არა აპლიკაციის) არ გავიაროთ რეგისტრაცია.


კიბერბულინგთან /კიბერშეტევასთან დაკავშირებით 2015 წელს გადააიღეს დრამა: კიბერ-ტერორი. აღწერა შემდეგნაირია-ახალგაზრდა გოგონა იძულებულია შეასრულოს არანორმალური ჰაკერის ყველა მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ინტიმური ფოტოები ინტერნეტში გავრცელდება. ამ კინოში მკაფიოდაა გამოხატული ის,რომ ჰაკერი მის თითოეულ მოძრაობას/ქმედებას ყოველდღიურად აკვირდებოდა. როგორ?! ის იყო „შეღწეული“ გოგონას კომპიუტერში ე.წ სპამ ლინკის საშუალებით, რომლიდანაც მისთვის შესაძლებელი იყო მოწყობილომის კამერიდან თვალი ედევნებინა გოგონასთვის და დაენახა ის ყველაფერი რასაც ის კამერის წინ აკეთებდა და ჰქონდა შენახული მის კომპიუტერში/ტელეფონში.


ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან გავრცელებულია ე.წ „ექაუნთების გაცვლა აპლიკაციებში“ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია! არცერთი ადამიანი არაა სანდო მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება სოციალურ მედიაში ექაუნთის „გაცვლას“ ჩვეულებრივ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომელსაც წვდომა ექნება შენს ექაუნთზე ნებისმიერ საიტზე თუ აპშიგაავრცელოს შენი ფოტოები ან თუნდაც პირადი ინფორმაცია!


ბევრ პლატფორმას აქვს პაროლის ამრჩევი პროგრამა ჩატვირთული, რითიც ადამიანს შეუძლია მოიფიქროს სანდო პაროლი რომელიც დაიცავს მას კიბერ-ტერორიგან და ინფორმაციის გავრცელებიგან. ჩემთვს პირადად ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია, უფრო კარგი იქნება და სასურველია ასეთი პროგრამა ჩაიტვირთოს ყველა პლატფორმასა, აპლიკაციაში თუ საიტზე. თუნდაც არ არსებობდეს ესეთი პროგრამა ადამიანებმა მაინც უნდა მოიფიქრონ ისეთი პაროლი რომლის „გამოცნობაც“ რთულ იქნება. ძლიერი პაროლის შექმნისას სასურველია მივყვეთ შემდეგ წესებს რომელთა დაცვაც ძალიან ადვილია:
1.    გამოვიყენოთ დიდი (ლათინური) ასო, მაქსიმუმ 1 ან 2;
2.    იყოს ციფრები (1,2,3,4,5,6,7,8,9,0)
3.    გამოყენებული იქნას სიმბოლოები (!@#$%&*><_)
4.    გამოვიყენოთ იმდენი ციფრი ასო თუ სიმბოლო რამდენის საშუალებასაც რეგისტრაციის დროს გვაძლევენ.
                                       
პროექტის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ:
•    მიიღონ მეტი ცოდნა სოციალური მედიის შესახებ;
•    ისწავლონ თავის დაცვა ონლაინ რეჟიმში;
•    თავი აარიდონ კიბერ ბულინგს/კიბერშეტევას;
•    უკეთესად აითვისონ სასწავლო პროცესში შესწავლილი მასალა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება