| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.
გრანტი RDFG-იმ „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” - პროექტის ფარგლებში გაიცა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში 37 წარმატებულ მონაწილეს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცა.
ბოდბისხევის საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
აღნიშნული პროექტი სკოლის მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავს მიზნად.
შემფასებელი კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოში არსებული წარმატებული სოციალური საწარმოებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებით. 11 სფეროში გადანაწილდა გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის დაფუძნების იდეები.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ხუთი რეგიონი - აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, კახეთი, და მცხეთა-მთიანეთი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა