სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი სკოლა მახსენებს ადგილს, სადაც სიხარულით ვბრუნდები ყოველი უქმე დღის შემდეგ“- ნინო ფაილოძე, ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+



რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიც-ინტერვიუს სტუმარია ნინო ფაილოძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი.

- წარმატება არის. . . 
- წარმატება არის იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთ ბრძოლაში წაგება გვეხმარება ომის მოგებაში. წარმატებული ადამიანები გააზრებულად ირჩევენ იმ ბრძოლებს, რომლებიც დაეხმარებათ  მიზნების მიღწევაში. წარმატება მცირე გამარჯვებებს აღნიშნავს. ყოველთვის, როდესაც მიზანი მიაღწევთ ან დაბრკოლებას გადალახავთ, დაუთმეთ დრო მის აღნიშვნას, თუნდაც ის რაიმე პატარა იყოს. ყველა მიზნის მისაღწევად საჭიროა უფრო მცირე მიზნების მიღწევა, ასე რომ, ყოველთვის, როდესაც მათ შეასრულებთ, გამოყავით დრო და შეაფასეთ შესრულებული სამუშაო.
წარმატება არის გაცნობიერება, რომ თქვენ აკონტროლებთ თქვენს ბედს.
თქვენს ბედს თქვენ და მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე და მათ შედეგებზე და თქვენ ბუნებრივად უფრო წარმატებული აღმოჩნდებით.

- ჩემი სკოლა მახსენებს. . .
-  ადგილს, სადაც სიხარულით ვბრუნდები ყოველი დასვენების დღის შემდეგ, სადაც თბილი გარემოა, გვაქვს მიზანი და ვაღწევთ დასახულ მიზანს.

- ჩემი პირველი მასწავლებელი. . .
-  ძალიან საყვარელი და თბილი  ციალა მასწავლებელი, მხოლოდ ორი წელი მასწავლიდა და ყოველ დღე მომღიმარი გვხვდებოდა კლასის კარებთან.

- მოსწავლე რომ ვიყავი. . .
-  დილას ადგომა მეც მეზარებოდა განსაკუთრებით ზამთარში,  ,,რეზინობანას“ თამაში იყო ყველაზე მოდური და არასდროს არ მივსულვარ სკოლაში მოუმზადებელი.

- ჩემი სამაგიდო წიგნი. . .
-  რიუნოსკე აკუტაგავას ნოველები, სადაც აღწერილია სინდისთან დაკავშირებული შიდა ბრძოლები, დილემები, მისტიკა. მისი ნოველების გმირები განსხავავებულები არიან, მაგრამ თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. რიუნოსკე არღვევს ზღვარს რეალობასა და ფანტაზიას შორის.

- ზაფხულში ვცდილობ. . .
-  სრულფასოვნად დავისვენო, ვიფიქრო გეგმებზე, რომელიც მინდა განვახორციელო. 

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება. . .
- „ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და თუ ყველაფერი კარგად არ არის ე.ი ბოლო ჯერ კიდევ შორსაა".

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება