სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
19-07-2021
-
+


იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა სიხარულით გვიზიარებს.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სახეობის სპორტულ სექციებში.

მიმდინარე წელს, ნანი კირკიტაძის სახელობის გოგოებს შორის ძიუდოს ტურნირში, სკოლის ორმა მოსწვლემ,  მე -7 კლასელმა მარიამ თუმანიშვილმა და მე-10 კლასის მოსწავლემ მაკა გიუნაშვილმა მესამე ადგილები მოიპოვეს, ხოლო მეოთხე კლასის მოსწავლემ  საბა მერაბიშვილმა მესამე ადგილი ქართულ ჭიდაობაში.

სკოლაში, ტრადიციისამებრ ყოველწლიურად ტარდება 2008 წლის აგვისტოს ომში  გმირულად   დაღუპული არტემ (ალიკა) ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთი, რომელსაც სპორტის მასწავლებელი გურამ ბალახაშვილი ხელმძღვანელობს; აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს რაიონის სკოლები.

მონაწილე გუნდები ჯილდოვდებიან თასით, სიგელითა და მედლებით. აღნიშნულ ღონისძიებაში უდის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა პირველი ადგილი.

სკოლაში ასევე სწავლობენ მოსწავლეები, რომლებიც კარგად ხატავენ -  მე-5 კლასის მოსწავლე ქეთი ათოშვილი და მე-11 კლასის მოსწავლე ვაჟა აბულაძე.

უდის N1 საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეების თითოეული მიღწევით და იმედოვნებენ კიდევ მრავალჯერ გაუზიარებენ საზოგადოებას მათ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება