| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ასპინძის საჯარო სკოლას 2020-2021 სასწავლო წელს 4 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.
წარმატებული კურსდამთავრებულები არიან: მარიამ დევნოსაძე, თამთა გიორგაძე, თამარ გაგაძე და ვახტანგ ველიჯანაშვილი.
სკოლა ულოცავს მათ სწავლის ამ საფეხურის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს.
“ზოგადად,მოსწაველთათვის განსაკუთრებული მაინც მე-11, მე-12 კლასებში გატარებული წლებია. ალბათ, იმიტომ ,რომ უკვე ჩამოყალიბებულნი არიან და უკეთ გრძნობენ ერთმანეთის სითბოსა და სიყვარულს , სხვანაირად უყვართ სკოლაც და პედაგობებიც .
რაც შეეხება წლევანდელ კურსდამთავრებულებს , მათთვის არცთუ ისე სასიამოვნოდ წარიმართა ბოლო წლები . თავს დატეხილმა მსოფლიო პანდემიამ მათაც ჩაუშალა გეგმები.
ჯერ იყო და წინა წლის თებერვლიდან მოსწყდნენ სკოლას და ონლაინ სასწავლო პროცესზე გადავიდნენ. წლევანდელი წელიც უღიმღამოდ გაატარეს. მიუხედავად ამისა, სასწავლო პროცესი ერთი წუთითაც არ შეფერხებულა და არც მოსწავლეები მოდუნებულან .
წლევანდელი წელი რამდენიმე მოსწავლისთვის სასიხარულო იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მათ შეძლეს და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. აი, ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსნებიც: მარიამ დევნოსაძე, თამთა გიორგაძე, თამარ გაგაძე და ვახტანგ ველიჯანაშვილი. ახლა ისინი , თავიანთ კლასელებთან ერთად , ეროვნული გამოცდების მარათონში არიან ჩაბმულნი . სკოლის დირექციის სახელით წარმატებას ვუსურვებთ თოთოეულ აბიტურიენტს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება