| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლუკა თელია (დამრიგებელი ფიქრია ჯიმშელეიშვილი) და მისი დები მეხუთეკლასელი ნინო და მეოთხეკლასელი მარი, ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის მე-3 სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს ეუფლებიან.
ლუკა და ნინო საქსაფონსა და ფირტეპიანოს, მარი კი ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ბავშვებმა თავიანთი მასწავლებლების ხელმძღვანელობით უკვე წარმატებას მიაღწიეს. მართალია, გოგონების წარმატება ჯერ მხოლოდ შიდა გამოცდებითა და კონცერტებით შემოიფარგლება, თუმცა ქალაქის ბულვარში გამართულ კონცერტებზე დიდ ორკესტრთან ერთად გამოვიდნენ.
„რაც შეეხება ლუკას, იგი „მომავლის ვარსკვლავების“, „იპოვე შენი ვარსკვლავი“ და „რონდო კლასიკისა“ და სხვა კონკურსების გამარჯვებულია.
ზემოაღნიშნულ ყველა კონკურსში პირველი ადგილი, ოქროს მედლი, ფულადი პრიზი და გალა კონცერტებზე მიწვევა დაიმსახურა. ახლახან ჩაწერეს იმედის ტელევიზიაში „პატარების დიდ შოუში“, რომელიც შემოდგომაზე გავა ეთერში.
ვულოცავთ ნიჭიერ და-ძმას მიღწეულს და ახლ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად