სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი სკოლა მახსენებს ოჯახს, სადაც ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს გააძლიეროს იგი“- ნუკრი კობახიძე, ჩხარის N2 სკოლის დირექტორი
19-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი კობახიძე პასუხობს.

- წარმატება არის...

- თანამოაზრეების გუნდის შექმნა და ოცნების ასრულება. გუნდში ვგულისხმობ პედაგოგებს, მშობლებს, თემის წარმომადგენლებს. ოცნებაში კი მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებებს და ახალი სკოლის აშენებას.

-  ჩემი სკოლა მახსენებს...

-  ოჯახს, სადაც ყველა  შეძლებისდაგვარად ცდილობს გააძლიეროს იგი. მის წევრებს მუდამ ახსოვთ  კონსტანტინე გამსახურდიას  სიტყვები: „ჰეი შენ პატარა მდინარის პირას გაზრდილო ბიჭო, არ გაჯობოს დიდი მდინარის პირას გაზრდილთა“

-  ჩემი პირველი მასწავლებელი...

- პატარა, სათნო, დაუღალავი, მზრუნველი,მოსიყვარულე მოხუცი ქალბატონი. დასვენებაზე ზურგით მდგომმაც კი იცოდა რას ვაკეთებდით. 

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- ვხედავდი მამას(ფიზიკის მასწავლებელი,შემდგომში სკოლის დირექტორი) და მიკვირდა რატომ კითხულობდა ყოველდღე წიგნს. წლების შემდეგ მივხვდი, რომ თვითგანვითარებისთვის ეს საჭირო იყო, თუმცა არავინ აძალებდა.
დღეს მასწავლებლის თვითგანვითარება აუცილებელია. წიგნიც საჭიროა და კომპიუტერიც.
თუ გინდა განვითარდე, წარმატებული იყო  და  არ ჩამორჩე ცხოვრებას, შესაბამისად უნდა ფლობდე ტექნოლოგიებსაც.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ცხოვრება თვითონ სამაგიდო წიგნია, საიდანაც ბევრს ისწავლი.
ყველა ადამიანში , ყველა ბავშვში, კარგი მხარე უნდა ეძებო,  ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს შანსი,თუ მასში სიკეთის მცირე ნაპერწკალი მაინც არსებობს. ცუდს არ უნდა მისცე განვითარება, არც შენში და არც სხვაში.

- ზაფხულში ვცდილობ...

- ის საქმეები დავამთავრო, რაც სწავლის პერიოდში ვერ მოვახერხე, რათა სკოლა  მომზადებული შეხვდეს სექტემბერს. განსაკუთრებით ვფიქრობ პირველკლასელებზე და მათ მშობლებზე , რომლებიც მალე სკოლის ნაწილი უნდა გახდნენ.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა,პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს (ჟან-ჟაკ რუსო).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება