სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სპორტული ფორმებითა და ინვენტარით დასაჩუქრდნენ
16-07-2021
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლას სპორტსმენი მამუკა კვარაცხელია ესტუმრა; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დაწყებითი კლასების მოსწავლეები, სპორტის პედაგოგი სპორტული ფორმებითა და ინვენტარით დაასაჩუქრა. ინიციატივა წარმოშობით სიმონეთელი ქართლოს ჭუმბურიძის ხსოვნის პატივსაცემად განხორციელდა.  

მხიარული ასპარეზობის დაწყებამდე მოსწავლეები მამა ამირანმა (ამირან ქარქაშაძე) დალოცა.

აღნიშნული აქტივობა კორონა ვირუსის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. თერმოსკრირინგის გავლის შემდეგ გაიმართა საფეხბურთო თამაშობები და მინი მატჩები. 

ღონისძიება მხიარულად წარიმართა. მოსწავლეები შეხვედრის დასასრულს ემოციებს ვერ მალავდნენ.

მსგავსი ღონისძიება სიმონეთის რამდენიმე სკოლაში უკვე განხორციელდა და ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექციის თქმით, აღნიშნული აქტივობის ჩატარება მით უფრო მისასალმებელია.

„გვიმრავლოს ასეთი დღეები, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ყოფილიყოს ყველა ახალგაზრდის ცხოვრების დევიზი. სკოლის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები მადლობას ვუხდით ბატონ მამუკას და ფედერაციის ხელმძღვანელობას - ბატონ კახა ჭუმბურიძეს, ბატონ ლევან კობიაშვილს“ - აღნიშნა ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, ირინა აბულაძემ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება