სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართა
15-07-2021
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთობლივად არიან ჩართულნი.

ამჯერად, სკოლის ღია სპორტულ მოედანზე სპორტული ღონისძიება „აქტიური ზაფხული“ მოეწყო. მოსწავლეები პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამეგრელო ზემო - სვანეთის, ფოთის, გურიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტები; აბაშის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოორდინატორი - თამთა ძველაია, აბაშის N1 საჯარო სკოლის, ტყვირის, მარნის, პირველი მაისის, ნოღოხაშის, მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

მოსწავლეები ჩაერთვნენ ფიტნესის ფიზიკურ აქტივობებში: იყო ვარჯიშები ტრენაჟორზე, მიზიდვები, ხელბურთის ტექნიკური ელემენტები და წესები.

სამეგრელო ზემო - სვანეთის ექსპერტმა, ნათია დუდუჩავამ და ნიჩბოსნობის მწვრთნელმა, გოჩა სიმონია მოსწავლეთა ჩართულობით ერთობლივად წარმოადგინეს ნიჩბოსნობის მოსამზადებელი ვარჯიშები. პროექტში, ასევე აქტიურად იყო ჩართული აბაშის N1 საჯარო სკოლა, ბალახის ჰოკეის საქართველოს ნაკრების წევრებით.

ღონისძიების ფარგლებში აქტივობები გაიმართა: ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბაგირის გადაძალვაში.

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა.

„მადლობა ყველა მოწვეულ სტუმარს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტებს, ყველა პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელს, სკოლის დირექტორს - ქალბატონ სვეტლანა ბოკუჩავას, მაცხოვრისკარის პედაგოგიურ კოლექტივს თანადგომისთვის და ხელშეწყობისთვის“ - განაცხადა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტმა და ამავე სკოლის სპორტის პედაგოგმა, ლალი სალიამ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება