სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფომ სტუდენტთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - 150 პირი უცხოეთში ისწავლის
15-07-2021
-
+


2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისთვის რეგისტრაცია 2000-ზე მეტი აპლიკანტიდან, სახელმწიფოს დაფინანსებით, 150-ზე მეტი ახალგაზრდა მსოფლიოს უნივერსიტეტებში ისწავლის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე
კონკურსი დასრულდა. დაფინანსების მოპოვების მსურველებს როგორც ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებ-გვერდზე- iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის განმავლობაში შეეძლოთ. 

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისათვის რეგისტრაცია 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია: 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 -  24 აპლიკანტი;
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები  2021-2022 - 7  აპლიკანტი;
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები  2021-2022 -  5 აპლიკანტი;
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021- 3 აპლიკანტი;

იმავდროულად, 2021-2022  სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) - 2021-2022 - 69 აპლიკანტი;
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2020-2021- 7 აპლიკანტი;
აკადემიური პროგრამები იტალიაში - 2020-2021- 5 აპლიკანტი;

ამჟამად მიმდინარეობს „ფულბრაიტის“ სამაგისტრო პროგრამის კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, ასევე, აკადემიური პროგრამები სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია პროგრამების მიხედვით ცენტრის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა,  უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა, რომელიც მოიცავს, როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება