სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„შეუპოვრობა ყოველთვის იმსახურებს ჯილდოს!“- მზია კიწმარიშვილი, რუსთავის N23 სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელა და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბლიც-ინტერვიუში ამჯერად, ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი საუბრობს.

- წარმატება არის...

- იმის მიღწევა, აკეთო ის, რაც გიყვარს. ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც მიაღწიე (დეილ კარნეგი)

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- რომ არის თესვის დრო და არის მკის დრო. ახლა თესვის დროა!

-  ჩემი პირველი მასწავლებელი...

- დედა, ვენერა გოგოლაძე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბავშვებზე შეყვარებული მისი სული...

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- ვიცოდი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი, რადგან შეუპოვრობა ყოველთვის იმსახურებს ჯილდოს!

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“

- ზაფხულში ვცდილობ...

- დავტკბე ცხოვრებით, რადგან ცხოვრება მოგზაურობაა! ვცდილობ, ვიცხოვრო დღეს! ხვალ? ვინ იცის რა იქნება ხვალ...

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

- თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ გარბიხარ - იარე და თუ სიარულის ძალაც გამოგელია, იხოხე... ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა (მარტინ ლუთერ კინგი).

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება