სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N61 სკოლამ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა
14-07-2021
-
+


თბილისის N61 საჯარო სკოლა მოსწავლეებს უამრავ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებებს სთავაზობს და ბავშვები დიდი აქტიურიობითა და მონდომებით ერთვებიან სკოლის აქტივობებში.

ამჯერად სკოლამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.

სასკოლო პროექტში - „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება-ჯანსაღი მემკვიდრეობა“ აქტიურად იყვნენ ჩართული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო მათ გაეაზრებინათ საკუთარი როლი ამ სამყაროში და ხელოვნების ენით მიეწოდებინათ თავიანთი სათქმელი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი თანატოლებისათვის. პროექტის მიზანია მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ ისეთ მოქალაქეებად, ვისთვისაც გარემოზე  ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე, შექმნეს ბევრი საინტერესო დავალება: კომიქსები, სოციალური პლაკატები, გააკეთეს ჩანახატები, დაამზადეს „მწვანე ქალაქის“ მაკეტები, აბრები და საინფორმაციო ბუკლეტები გარემოს დაცვაზე. 

პროექტის განხორციელების პროცესში, გარდა მოსწავლეებისა აქტიურად იყვნენ ჩართული მათი მშობლები და ამავე სკოლის  მასწავლებლები. პროექტით დაგეგმილი აქტივობებიდან უმრავლესობა ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე „შეზღუდვის არეალში“ მოექცა, თუმცა შემუშავებულ იქნა ისეთი ალტერნატიული აქტივობები, რომელთა განხორციელება დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელი გახდა.

მოსწავლეებმა დისტანციურად ჩაწერეს ვიდეო მიმართვები და სოციალური ქსელების საშუალებით გარემოს ზრუნვასთან დაკავშირებით გზავნილები გაავრცელეს. 

თბილისის N61 საჯარო სკოლაში აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა და ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებთან ერთად კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას განახორციელებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება