სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია - მოსწავლეები ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ
13-07-2021
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ  მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მართვე“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია. 

სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ. 

2020-2021 სასწავლო წლის ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან  დისტანციური რეჟიმით გაიმართება.

ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, ფინალის მონაწილე სკოლების რაოდენობა გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა ფინალში ავტომატურად მოხვდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წიგნის საცავები და ხელნაწერი მემკვიდრეობა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება