| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021 წლის 9 ივლისს 4-წლიანი სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო ახალმა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულიად უნიკალურმა საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამამ „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“.
აღნიშნული პროგრამა მომზადდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ინიციატორია რექტორი, პროფესორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზურაბ ხონელიძე. როგორც ცნობილია, ბატონი ზურაბის მიერ შემუშავებულია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ინოვაციური იდეა, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ იდეის საგანმანათლებლო იმპლემენტაციას წარმოადგენს.
პროგრამის განხორციელებაში ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩართული არიან, ასევე, დიპლომატებიც.
ახალი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციას საფუძვლად უდევს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა, რომლის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამის უზრუნველყოფა კი შესაძლებელია მხოლოდ ხარისხიანი განათლების მეშვეობით, რომელსაც ყველა მსურველს სთავაზობს უნივერსიტეტის სივრცე – თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიული. ახალი სამაგისტრო პროგრამით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეცდება ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს დაანახოს, რომ მათი ეთნოსების უსაფრთხოების და კეთილდღეობის პერსპექტივები გარანტირებულია მხოლოდ ევროპულ სივრცეში; აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს ევროპული ინსტიტუტები; ხოლო ევროპისკენ ყველაზე მოკლე და იმედიანი გზა გადის საქართველოზე.
სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ განხორციელდება სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.
ვულოცავთ პროგრამის ხელმძღვანელებს, ჩართულ აკადემიურ პერსონალს და ჩვენს უნივერსიტეტს ამ მორიგ წარმატებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე
ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გაიაზრეს ამ თარიღის ისტორიული მნიშვნელობა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ