სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორისციხის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
13-07-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად ეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს.

სკოლაში ერთ-ერთი ასეთი ღონისძება  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა; მოსწავლეებმა ეს დღე „მხიარული სტარტებით“ აღნიშნეს.

შეჯიბრში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე. ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშებში, რამაც არნახული მხიარულება და ხალისი გამოიწვია.

თამაშის დასასრულს, „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე ბავშვებს სკოლის ადმინისტრაციამ  სიგელები გადასცა და ნაყინითაც გაუმასპინძლდა.
     
გორისციხის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს და ბედნიერ, ლაღ ბავშვობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება