სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქ​უთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
13-07-2021
-
+


ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეებმა - ნათია ცაავამ, მარიამ ბენიძემ, გიორგი კაპეტივაძემ, გიორგი ჩხეიძემ, თეკლა ხუჯაძემ, ბერიკა ჭოხონელიძემ,სალომე გოგინავამ და ინა ლიკლიკაძემ სიგელები და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ქუთაისელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 9 ივლისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 81 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 12 ივლისს „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქუთაისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ქუთაისის  მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება

საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია
 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო თემატური ნამუშევრები

ბავშვებმა ასევე დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია
 

აქტივობამ ბავშვებში გააღვიძა გარემოს დაცვის სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება