| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ბაო“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ნახევარფინალშია.
სკოლის გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი და მის ფარგლებში ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა-მოგვარებაში მონაწილეობენ.
2020-2021 წლების „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ პირველი ეტაპი დასრულდა.
პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბებმა კვლავ დაამტკიცეს, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან დისტანციური რეჟიმით გაიმართება.
სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს ახალი ენერგიით იწყებს
„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“
2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...