სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პროექტის ფარგლებში წიგნი - „მარგალიტები დიდი ნენეს სკივრიდან“ დაიბეჭდა
13-07-2021
-
+


ახალი სკოლის მოდელის ჩართულ სკოლებს შორის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაცაა, სადაც ლიდერთა ჯგუფის მიერ საინტერესო პროექტი განხორციელდა. ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას შეეხებოდა დაიბეჭდა და გამოიცა წიგნი - „მარგალიტები დიდი ნენეს სკივრიდან“. პროექტი შეირჩა ექვს საუკეთასოთა შორის და წარდგენილია ევროსაბჭოზე.

„სასკოლო ბიბლიოთეკაში არსებობს  უნიკალური არქივი, რომელიც მოიცავს ხელნაწერ მასალებს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ჩანაწერებს, რომლებშიც დაცულია მთქმელის სტილი. მასალები მოიცავს ყველა სფეროს მიმართულებით ნაშრომებს: სოფლის მეურნეობის დარგები, ხალხური მედიცინა, სოციალური ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრების ამსახველი  რეალური სურათები, რომელიც  წლების წინ სკოლაში არსებული მოსწავლეთა შემოქმედებითი კლუბის მიერ იქნა შეგროვებული და ხელნაწერებად ქცეული ,,ხალხში გაბნეული მარგალიტები“ ეს ხელნაწერები მოიცავს ჩვენს სოფელში და არა მარტო,  უხუცესების მიერ მოყოლილო ამბების, ზეპირსიტყვიერი ნიმუშების ჩანაწერებს. არამატერიალური, თუ მატერიალური სახის ეროვნული საგანძურს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღეს შემორჩენილია უხუცესების მეხსიერებაში ან ძველ ხელნაწერებსა თუ ნარკვევებში, სამეცნიერო ნაშრომებში,  მოფრთხილება და დაფასება სჭირდება.  ჩვენი პროექტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ხელი უნდა შეუწყოს მოზარდის ჩამოყალიბებას პატრიოტ, დამოუკიდებელ, შემოქმედებით, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებულ და ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე,  პიროვნებად.

მთავარი არსი პროექტისა კი, უპირველყოვლისა, არის თაობიდან თაობას გადაეცეს ჩვენი წინაპრების ტრადიციები, წეს- ჩვეულებები და ის ეროვნული ღირებულებები, რაც დამახასიათებელი იყო ჩვენი კუთხის, სოფლის  ყოფაცხოვრებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხელნაწერი მასალების გაციფრულება, ელექტრონული წიგნის შექმნა და გამობეჭდვა ღვაწლმოსილი პედაგოგის სახელის უკვდავსაყოფად.  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი,ანალიტიკური და კრიტიკული უნარ-ჩვევების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას და პატრიოტი მოქალაქის აღზრდას“, - აღნიშნავს ქეთევან ღლონტი, პროექტის ხელმძღვანელი.
     
წიგნი გამოიცა ქეთევან ღლონტი,ვენერა აბუსერიძე, ალექსანდრა ჯიჯავაძე, ნუნუ კობალაძისა და გულსუნდა ყურშუბაძის ავტორობით. წიგნზე მუშაობდნენ ასევე  პროექტის განმახორციელებელი გუნდი სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის განმახორციელებელ გუნდს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება