სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა კიკაჩეიშვილმა თანამშრომლებს სამადლობელი სიტყვით მიმართა
12-07-2021
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული პანდემიისა, რის გამოც სასწავლო წელი უჩვეულოდ წარიმართა, სკოლამ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართვა თავი.

სკოლის თითოეულმა პედაგოგმა და მომსახურე პერსონალმა, ფასდაუდებელი შრომა გასწია, რათა მოსწავლეებს შეუფერხებლად მიეღოთ განათლება.

სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა კიკაჩეიშვილმა სკოლის თითოეულ თანამშრომელს გულწრფელი და ამაღელვებელი სიტყვით მიმართა.

„ჩემო 72-ელებო, ეს წერილი გეძღვნებათ თქვენ!

2020 -2021 სასწავლო წლის ბოლოს მინდა ფეხზე წამოდგომით გადავუხადო მადლობა ჩვენი სკოლის ყველა თანამშრომელს: პედაგოგს თუ ადმინისტრაცია-დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, მანდატურს თუ ექიმს, ფსიქოლოგს თუ სპეცმასწავლებელს.

ეს იყო დიდი გამოწვევების წელი და უნდა იცოდეს ყველამ, რომ სასწავლო პროცესი გადაარჩინა ამ ხალხმა. ვინც არ იცნობს განათლების სისტემას, ვერ მიხვდება ყოველ ბრძანებას, რეკომენდაციას, რეგულაციების ცვლილებას, თვითიზოლაციებს და უკან დაბრუნებას, ონლაინ თუ სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის წარმართვას, სხვადასხვა ცხრილზე გადასვლა-გადმოსვლას, გაკვეთილების ზოგისთვის ონლაინ, ზოგისთვის - სკოლაში ჩატარებას,  დროის სწორად განაწილებას, ჯანმრთელობის და ეპიდუსაფრთხოების რეგულაციების დაცვას - რაოდენ დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდებოდა!

როდესაც მაქსიმალურმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, რასაც ადასტურებს მშობელთა და მოსწავლეთა სამადლობელი წერილები, პოსტები, კომენტარები. როდესაც სკოლა ძალიან მოთხოვნადია თემში,  და არა მარტო,  როდესაც  სკოლა ვერ იტევს გადმოსვლის და ჩარიცხვის მსურველებს, ამაყი   ხარ, ამაყი, რომ შენ და შენს გუნდს, საყრდენ-მამოძრავებელ ძალას, და ყველას ერთად თავი არ დაუზოგავს, რათა შედეგი დაედო და ასეთი შეფასებები მიეღო.

როგორც არ უნდა აკრიტიკონ განათლების სისტემა, პედაგოგების შრომა გმირობის ტოლფასი იყო. covid ინფიცირებული მასწავლებლები სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად სახლებიდან თუ კლინიკებიდან ატარებდნენ გაკვეთილებს, რომ არ ეღალატათ თავიანთი მოსწავლეებისათვის... ეუფლებოდნენ ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, ეძიებდნენ და ქმნიდნენ სასწავლო რესურსებს და ა.შ. და ა.შ. ახლა კი, შვებულების დროს, ჩართულნი უნდა იყვნენ ტრენინგებში.

გულწრფელი მადლობა თქვენ!

იმედია, მომავალი სასწავლო წელი უფრო ჯანმრთელი და მშვიდობიანი იქნება. ჩვენ კი გამოწვევების გამკლავების გამოცდილებით უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“.

თბილისის სკოლის დირექტორის, მანანა კიკაჩეიშვილის გარდა პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს მოსწავლეების მშობლებიც გულწრფელ მადლობას უხდიან, იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული მათგანი ეწევა, რათა ბავშვებმა განათლება მიიღონ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება