| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით, საფეხბურთო შეჯიბრში მონაწილეობდა.
7-ქალა ფეხბურთის ნაკრებთა შეჯიბრი 2021 წლის 10 ივლისს ლანჩხუთში ჩატარდა. შეჯიბრში დასავლეთ საქართველოს 19 გუნდი მონაწილეობდა.
ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ოთხეულში მოხვდა.
მოსწავლე გოგონებს, საფეხბურთო შეჯიბრში სპორტის მასწავლებელი - ნანი კირკიტაზე ხელმძღვანელობდა.
ფინალური თამაშები მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.
სკოლა მოსწავლეების წარმატებით ამაყობს და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში მუდმივად არიან ჩართულნი. სკოლა მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი ერთ-ერთი მთავარი აქტივობა სწორედ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა იყო და არის.
ახალსოფლის საჯარო სკოლა, ხელვაჩაური, ამაყობს გოგონათა გუნდითა და მიღწეული შედეგით და წარმატებებს უსურვებს შემდეგში, როგორც მათ ისე, გუნდის ხელმძღვანელს, ნანი კირკიტაძეს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად