| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა. მოსწავლეები მასწავლებლებს მრავალფეროვან და საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობდნენ და სასწავლო რესურსს აწვდიდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ, შორის IXბ კლასში, ქიმიაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო - „ნიადაგის სიმჟავიანობის დადგენა“.
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ახსნეს მჟავა წვიმების წარმოქმნის მიზეზები, იმსჯელეს მჟავა წვიმების მავნე ზემოქმედებაზე, ნიადაგის მჟავიანობის მომატებასა და მოსავლიანობის შემცირებაზე, მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ნიადაგის სხვადსხვა ნიმუშში მჟავიანობის დადგენაზე უნივერსალური ინდიკატორისა და pH სკალის გამოყენებით, ექსპერიმენტის საფუძველზე, გააკეთეს დასკვნები თუ რომელი კულტურული მცენარისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა მოცემული ნიადაგი pH-ის მიხედვით ზრდა-განვითარებისათვის; გაკვეთილი წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...