სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარცხანაყანევის N2 სკოლის საინჟინრო კლუბის წევრები პროგრამირების ენას ეუფლებიან - კლუბი მუშაობას აქტიურად აგრძელებს
12-07-2021
-
+


მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში არსებული საინჟინრო კლუბი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

კლუბში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დრონების საფუძველზე ვიზუალური პროგრამირებით შეისწავლეს პროგრამირების საწყისები: ციკლები, ფუნქციები და ცვლადები.

მომდევნო ეტაპზე კი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ; ამჯერად, მე-5 კლასელები, ამ ეტაპზე კლუბს სკოლის კურსდამთავრებული, აკაკი ფერცულიანი უძღვებოდა.

ზაფხულის დასაწყისიდან სკოლა საქართველოს სხვა 25 სკოლასთან ერთად  შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროექტს -  „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელს“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მე-9-მე12 კლასის მოსწავლეები ეუფლებიან პოპულარულ პროგრამირების ენას - „პითონს“.

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა მუდმივად არის ორიენტირებული მოსწავლეებს შესთავაზოს ინოვაციური სწავლის მეთოდები და ხელი შეუწყოს მათ წარმატებების მიღწევაში.

სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მათი თითოეული წარმატებული ნაბიჯით ამაყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება