სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი -„მარჯანი“ გარემოსდაცვით კონკურსში აჭარის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა
12-07-2021
-
+


ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარჯანი“ მასშტაბურ კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აჭარის მასშტაბით, ქულათა რაოდენობით, პირველ ადგილზე გავიდა. 

2020-2021 წლების „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ პირველი ეტაპი დასრულდა; გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონკურსში და მის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში.

„პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, კონკურსის მონაწილე ეკოკლუბმა დაამტკიცა, რომ მონდომებითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია! ეკოკლუბი „მარჯანი“ ელზა მაკარაძის ხელმძღვანელობით, დეკემბრის თვიდან ჩაერთო აღნიშნულ მარათონში და მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთის და დისტანციური სწავლებისა, მაინც მოიპოვა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აჭარის რეგიონის მასშტაბით. კლუბი თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ორგანიზაციებთან, ბუნებისდამცველებთან, ატარებდა ვებინარებს და ქმნიდა  შემეცნებით ვიდეო რგოლებს“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სახალვაშოს საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლეების წარმატებით და უსურვებს კიდევ მეტ მიღწევებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება