სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა
09-07-2021
-
+


25-წლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს (The 34th International Young Physicists’ Tournament 2021) კვლავ საქართველო, კონკრეტულად კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. 

8 ივლისს, ტურნირი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა. ჩემპიონატში წელს, 27 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს უკვე ეწვია, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი პაკისტანი, შვეიცარია, ხორვატია, უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, ირანი. შემდეგი ქვეყნების გუნდები კი, ონლაინ რეჟიმში ერთვებიან ჩემპიონატში: ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, გერმანია, ინდოეთი, კორეა, მაკაო, ახალი ზელანდია,  სინგაპური, შვედეთი, ტაილანდი, ტაივანი და ჩინეთი. ახალგაზრდებს რამდენიმე დღის მანძილზე, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი უნარები ფიზიკის ღია ტურნირში გამოცადონ. 

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრი ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. გახსნის ცერემონიას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე თევზაძე, KIU-ს კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარე, მარტინ პლეში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ერემეიშვილი, ჟიურის წევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირი, რომელშიც ტრადიციულად, წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყანა და მიმდინარეობს საინტერესო შეჯიბრებები. წელს, პანდემიის მიუხედავად, მოხერხდა რომ 15 ქვეყნის გუნდი ადგილზე ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო 12 ქვეყანა ონლაინ ერთვება უცხოეთიდან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ტურნირის მასპინძლად 25 წლის შემდეგ, კვლავ საქართველო იქნა შერჩეული და ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ (“Physics World Cup”) უწოდებენ,  ყოველწიურად ტარდება და  მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსს წარმოადგენს საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის. ტურნირის  მიზანია, წარმოაჩინოს მონაწილეთა  უნარები - წარმატებით გადაჭრან ფიზიკაში დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. 

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება და ჩვენი გუნდები ამ მეტად პრესტიჟულ უნივერსიტეტში იასპარეზებენ. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილე გუნდებს“, - განაცხადა ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის თავმჯდომარე მარტინ პლეშიმ.

ტურნირის მრავალწლიან ისტორიაში საქართველოს ნაკრებებს სხვადასხვა წელს მოპოვებული აქვთ გუნდური ბრინჯაოს - 8, ვერცხლის - 3 და ოქროს 1 მედალი.

აღსანიშნავია, რომ  1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების მეტად დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, განუვითარებს მათ მკვლევარისთვის აუცილებელ თვისებებს, პრობლემის გადაწყვეტისათვის საკუთარი კონცეფციის გამომუშავებისა და წარმოჩენის უნარებს. ამ პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიო საზოგადოების მხრიდან საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: IYPT.org


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება