| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაიცანით, აბაშის მუნიციპალიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეების რუბრიკაში სამი წარმატებული მოსწავლე: ნინო ხორავა, სალომე ნადარეიშვილი და ლიზი მაცაბერიძე.
მოსწავლეებმა არაერთგზის ასახელეს სკოლა და აბაშის ხელოვნების სკოლა თავიანთი წარმატებული გამოსვლებით.
ნინო ხორავამ 20-25 მარტს გამართულ მე-7 ონლაინ კონკურსზე „წლის ნორჩი ვირტუოზები“ I ადგილი დაიმსახურა, ხოლო სალომე ნადარეიშვილმა II ადგილი.
ნინო ხორავამ, სალომე ნადარეიშვილმა და ლიზი მაცაბერიძემ 19 აპრილს მონაწილეობა მიიღეს კლასიკური მუსიკის მე-14 ეროვნული კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“, სადაც ნინო ხორავამ ლაურეატის საპატიო ტიტული დაიმსახურა, ხოლო სალომე ნადარეიშვილი და ლიზი მაცაბერიძე დიპლომანტები გახდნენ.
ასევე, მათ 1 ივლისს მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში, რომელიც ტარდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია-II-ის პატრონაჟით. მოსწავლეები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ძველი აბაშის საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლეებით და იმედოვნებენ, კიდევ არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლას და კუთხეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად