სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სართიჭალის N3 სკოლის მოსწავლე შალვა ხერკელაძემ შემეცნებით-სპორტულ ვიქტორინაში წარმატებით იასპარეზა
09-07-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის, მე-8 კლასი მოსწავლე შალვა ხერკელაძემ შემეცნებით-სპორტულ ვიქტორინაში - „ოლიმპიზმი სკოლებში“, ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდა.

საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ბაზაზე ახორციელებს სასკოლო პროექტს - „ოლიმპიზმი სკოლებში“.

პროექტის მიზანია:

  • მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია;
  • მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობებში და სპორტში მასობრივად ჩართულობის მოტივირება და ხელშეწყობა;
  • სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
  • შემეცნებითი უნარების და ცოდნის განვითარება. 

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა შემეცნებითი სპორტული ვიქტორინა, რომელიც ეტაპების სახით ტარდება.  

თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელსაც მოცემულ კითხვებზე მეტი სწორი პასუხი ექნება გაცემული და პასუხი (მოცემულ დროში) პირველი დაფიქსირდება.

ვიქტორინის პირველი ეტაპი 20 მაისს გაიმართა. რეგიონების მიხედვით გამოვლინდა 99 მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

აპლიკანტებმა საბოლოო არჩევანი 9 ივნისის ჩათვლით უნდა დაადასტურონ - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

ანაზღაურება 2880 ლარია - ახალი კადრების მისაღებად ვაკანსია მანდატურის სამსახურმა გამოაცხადა

სასწავლო გეგმა, ინტერვენციების დაგეგმვა... - პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება