სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტოლერანტობა დედამიწელობის მთავარი წესი“ - ხიდისთავის საჯარო სკოლის საინტერესო პროექტი
09-07-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ პროექტი -  „ტოლერანტობა დედამიწელობის მთავარი წესი“ განხორციელდა. 

პროექტის ხელმძღვანელი: მერაბ გუდავაძე გახლდათ.

პროექტის მიზანი: განათლების სფეროს მთავარი საზრუნავი გლობალური მოქალაქის აღზრდაა, რადგან მომავალი ისეთი ადამიანების იქნება, რომლებიც ფართოდ აღიქვამენ და აცნობიერებენ სამყაროს და თავის ადგილს ამ სამყაროში, რომელთაც აქვთ უნარები სხვებთან თანამშრომლობის, საქმიანობის, განსხვავებულობის მიმღებლობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების.
პროექტული სწავლება კი, განსაკუთრებით არაფორმალურ საგანამათლებლო გარემოში, ძალიან ხიბლავს და მოსწონს ბავშვებს, ასეთი სწავლებისას მოსწავლეებს მეტად აქვთ საშუალება წამოაყენონ იდეები, შეხედულებები, დაგეგმონ საქმიანობა. პროექტული სწავლება ხელს უწყობს ინტერესების გაღვივებას და შესაბამისად მოტივაციის ამაღლებას.
პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული სკოლის სამოქალაქო კლუბი,საზოგადოებრივი მეცნიერებების, ენებისა და ესთეტიკის კათედრა, ასევე მოსწავლეთა მშობლებიც.

პროექტი გაწერილი იყო დროში და მოიცავდა 2021წლის შემდეგ პერიოდს: 01/04-დან 01/06-მდე. 
პროექტი განხორციელდა რამოდენიმე ეტაპად:

l ეტაპი: ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ ( 01/04-10/04 -მდე) და რამოდენიმე აქტივობისგან შედგებოდა:

1. საინიციატივო ჯგუფის შექმნა;
2. აქტივობების დაგეგმვა;
3. პასუხისმგებლობის გადანაწილება.

ll ეტაპი- ღონისძიებები:
1. ტრენინგი- ტოლერანტობის მნიშვნელობა მულტიკულტურულ გარემოში - (16/04)
2. დისკუსია- კულტურული და რელიგიური განსხვავებულობები ჩემს თემში - (26/04)
3. სლოგანების კონკურსი-( 05/05)

lll ეტაპი:
1. კედლის მოხატვა,სამახსოვრო წარწერებისა და ფიგურების გაკეთება- (10/05)
2. ყვავილების ქოთანზე სლოგანების დაწერა,გაფორმება და სკოლის შესასვლელში განლაგება.

იხილთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება