სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხიზაბავრის საჯარო სკოლის პედაგოგ იანა მურადაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
09-07-2021
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის ხიზაბავრის საჯარო სკოლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. სკოლა, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, სადაც წარმატებას მიაღწიეს კიდეც.

ხიზაბავრის საჯაროს სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების  უფროსმა პედაგოგმა, ლიანა მურადაშვილმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო  წოდება, სიგელი და სამკერდე ნიშანი მიიღო, რომლებიც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ გადასცა.
   
ასევე, სკოლის ახალგაზრდა პედაგოგმა გ. ქუქჩიშვილმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო მე-8 კლასის მოსწავლემ, ლიკა ქუქჩიშვილმა  სპორტის მიმართულებით კონკურსში გაიმარჯვა.

ხიზაბავრის საჯარო სკოლა, ასევე ჩართული იყო პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ და უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ წარმატებით გაიარა დაგეგმილი აქტივობები; სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდა კომპლექსური დავალებები, სადაც მოსწავლეებმა მაღალი აქტიურობა გამოავლინეს და წარმატებით შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება