| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლა ნიჭიერმა მოსწავლეებმა დაამთავრეს. ნანა დელიბაშვილი და ქეთევან ბედიანაშვილი ნორიოს საჯარო სკოლის ოქროს მედლის კანდიდატები არიან.
პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ისინი უკვე ერთ წელზე მეტია დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.
„ნანა და ქეთი „ეტალონის“ და „კინგსის“ ოლიმპიადის მონაწილეები არიან. გოგონები ანაკლიის საზაფხულო ბანაკშიც ისვენებდნენ. მათი ჰობია წიგნების კითხვა და მონაწილეობა აქვთ მიღებული „წიგნების თაროს“ კონკურსში. უყვართ ხალხური სიმღერები, მღერიან და უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
წარმატებები ვუსურვოთ ნანას და ქეთევანს ეროვნულ გამოცდებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად