სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო - „კალანდა“ გურიაში
14-01-2018
-
+


მართლმადიდებელი ქრისტიანები ახალ წელს ორჯერ 1 და 14 იანვარს, ძველი და ახალი სტილით აღნიშნავენ. 14 იანვარს, ძველით ახალი წლის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა ტრადიციებით ხდება, სხვადასხვა რიტუალითა და სახელწოდებით, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა.

გურულები ახალ წელს, იგივე „კალანდას“, როგორც მას ისინი ეძახიან აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ  ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს. სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.  

გურულების შობა – კალანდის ამბავი კი ასე დადგენილა. რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან– 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი - „კალანდა“.

ვიდრე კალანდობის ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი ბათქაბუთქი არ ატყდება სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა და შეშის ტკაცუნი ისმის. მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში „კალანდა“ ჩიჩილაკთან ერთად შემოდის.  

"კალანდა" ლათინური სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება