სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ერკეთის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები
08-07-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მშვიდ ვითარებაში წარმატებულად დასრულდა. 

მართალია, ერკეთის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია თუმცა, ძალიან ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებმაც სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა თუ კონკურსებში თავი წარმატებით გამოიჩინეს.

ერკეთის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები არიან.

  • პირველკლასელები: ელენიკო ჩხიკვიშვილი - კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული და მათე თედორაძე - საუკეთესო დეკლამატორი.
  • წარჩინებული მე-2 კლასელები, სწავლაში გამორჩეულები: თეკლა ჯინჭარაძე, მარიამ ხიზანეიშვილი და მარიამ კალანდაძე.
  • მე-3 კლასელი გიორგი მღებრიშვილი - საუკეთესო დეკლამატორი. 
  • მე-4 კლასელები: გიორგი ჭიხვარია სკოლის საუკეთესო მომღერალი, საუკეთესო დეკლამატორი და საუკეთესო სპორტსმენი. ლუკა ჯინჭარაძე და რაული ჩხიკვიშვილი საუკეთესო დეკლამატორები და სპორტში აქტიურები. ირაკლი თედორაძე სკოლის საუკეთესო სპორტსმენი.
  • მე-5 კლასელები: მარიამ ჯალაბაძე მხატვარი, რომლის ნახატები გაგზავნილია სხვადასხვა გამოფენებზე, საუკეთესოდ ცეკვავს, მღერის, წერს ლექსებს და არის ათოსანი მოსწავლე; ნინო თედორაძე სკოლის ათოსანი მოსწავლე, ხატავს და ასევე, არის სკოლის საუკეთესო დეკლამატორი. 
  • მე-6 კლასელი ანი მეგრელიძე სასწავლო  პროექტების ინიციატორი და განმახორციელებელი.
  • მე-11 კლასი: ანა თოდრია მოსწავლეთა 74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონცეფციის ისტორიის გამარჯვებული; სკოლის ეტალონი მოსწავლეები - ომარ თედორაძე, ანი ჯალაბაძე, ქრისტინე მეგრელიძე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსებში.

„ახალ სასწავლო წელს, ახალ სკოლაში, ახალი წარმატებებით - ასეთი იქნება ჩვენი სამომავლო სლოგანი“ - აღნიშნავენ ერკეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება