სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფინიკი - უბრალოდ ნუგბარი, წამალი თუ გემრიელი კერძი
13-01-2018
-
+


ფინიკს „უდაბნოს პურს“ უწოდებენ. ფინიკის ნაყოფს ოდითგანვე უამრავ კეთილ თვისებას მიაწერენ. ამბობენ, რომ ჩინეთში ცხოვრობენ 100 წლის მოხუცები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფინიკს მიირთმევენ. ყოველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტია, რომ დიეტოლოგები კვების სპეციალურ რეჟიმზე მყოფ ადამიანებს ურჩევენ, ტკბილეული ფინიკით ჩაანაცვლონ.

ფინიკი ერთ-ერთი უძველესია ხილთა შორის. მას ველური სახით არაბები ჯერ კიდევ 5-7 ათასი წლის წინ მიირთმევდნენ. ფინიკის პალმის გამოსახულება ძველეგვიპტურ პაპირუსებზეა დატანილი. ძველი ბაბილონელები მისგან ღვინოს და ძმარსაც ამზადებდნენ. ხანგრძლივ ლაშქრობაში მიმავალ ბედიუნებს აუცილებლად მიჰქონდათ თან 2 ტომარა გამშრალი ფინიკი, რომელსაც ცხენს ხურჯინივით აქეთ-იქით გადაკიდებდნენ. 

ფინიკის ნაყოფი შეიცავს რკინას, ფოსფორს, მინერალურ მარილებს, A და B ჯგუფის ვიტამინებს, პროტეინს და ა.შ. ფინიკის ჩირი საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს, ამიტომ დაბალკალორიულ საკვებს წარმოადგენს. დიეტოლოგების აზრით, დღეში 10 ცალი ფინიკი და 1 ჭიქა რძე სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის კვებით მოთხოვნებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ფინიკი ბევრ ცილას შეიცავს, რომელიც, როგორც წესი, არ გვხვდება ხილის სხვა სახეობებში. ასე რომ, თუ აღმოსავლელ ბრძენებს ენდობით, ფინიკით თურმე ხორციანი კერძების ჩანაცვლებაც შეიძლება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება